საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
» მოულოდნელი გადაწყვეტილება ახალახანს მიიღეს, ნახეთ ვის მოემატება სულ მალე ხელფასები

მოულოდნელი გადაწყვეტილება ახალახანს მიიღეს, ნახეთ ვის მოემატება სულ მალე ხელფასები

12-02-2020, 23:54
3 940
0
image

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზში“ სტუმრობისას სამინისტროს თანამშრომელთა ანაზღაურებისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე ისაუბრა. მინისტრმა ხელფასების ზრდასა და პრემიებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი რეფორმები დაწყებულია და ივლისიდან ყველა თანამშრომელს ხელფასი კიდევ მოემატება.

„გამოდიან თანამშრომლები, სახლში ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდება თუ არა, არავინ იცის. სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. ახალი რეფორმები დავიწყეთ, ბევრი რამ გაკეთდა წინა მინისტრების დროსაც. ბატონი გიორგის დროს იყო მატება. ახლა კიდევ ვგეგმავთ, ივლისიდან კვლავ ემატება ხელფასები ყველა თანამშრომელს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ 40 ათას ადამიანზე მეტზე ვსაუბრობთ. ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ეს არ არის 1 და 2 მილიონი ლარი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურმა პრემია-დანამატების თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციელები დღე და ღამე თავიანთ საქმეს აკეთებენ და იმაზე მეტს იმსახურებენ, ვიდრე მათი ხელფასებია. „ასევე, არის დანამატისა და პრემიების თემები. ხშირად გვაკრიტიკებენ ხოლმე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაზე მეტი დანამატი ან პრემია გასცა. დიახ, გავეცით. ჯერ ერთი, ის, რომ დიდი დანაყოფი ვართ. არ შეიძლება, 1 000-შტატიანმა სამსახურმა და 40 000 – შტატიანმა ერთნაირი რაოდენობის თანხა გასცეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი უწყებაა. რა თქმა უნდა, ვაძლევთ და მე ვფიქრობ, ძალიან დაბალი ხელფასებია, იმასთან შედარებით, რასაც ისინი აკეთებენ, რასაც ისინი ემსახურებიან. მე ვცდილობ, დიახაც, ყველას ვეუბნები, თუ მეტი მექნება – მეტ პრემიას მივცემ, მეტ დანამატს მივცემ, იქედან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები აკეთებენ თავის საქმეს. მართლა დღე და ღამე ქუჩაში დგანან, რომ ღამე ჩვენ კარგად გვეძინოს, ჩვენი შვილები მშვიდობით მოვიდნენ სახლებში. გვაკრიტიკებენ – პრემია-დანამატებს რატომ აძლევო. დიახ, ვაძლევ და მივცემ კიდეც. რაც მეტი მექნება – უფრო მეტს მივცემ და დავეხმარები. იმსახურებენ ეს ადამიანები უფრო მეტს. რისიც საშუალებაც გვაქვს, იქედან გამომდინარე ვაკეთებთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.скачать dle 12.1
მსგავსი სიახლეები
5 ოპერაცია გაუკეთეს - ნახეთ რა შეემთხვა თამრიკო ჭოხონელიძეს
5 ოპერაცია გაუკეთეს - ნახეთ რა შეემთხვა თამრიკო ჭოხონელიძეს
---
5 ოპერაცია გაუკეთეს - ნახეთ რა შეემთხვა თამრიკო ჭოხონელიძეს
5 მაღალშემოსავლიანი სამუშაო საქართველოში, სადაც მუშაობის დაწყება ხვალვე შეგიძლიათ – ხელფასები აქ 1500-3000 ლარს აღწევს (სია)

მთავრობის მოულოდნელი გადაწყვეტილება - ნახეთ ვის გაეზრდებათ ხელფასი 250 ლარით
მთავრობის მოულოდნელი გადაწყვეტილება - ნახეთ ვის გაეზრდებათ ხელფასი 250 ლარით
---
მთავრობის მოულოდნელი გადაწყვეტილება - ნახეთ ვის გაეზრდებათ ხელფასი 250 ლარით
"მე მეგრელი ვარ და არა ქართველი" - რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე გიორგი ჯიქიას სკანდალური ინტერვიუ
"მე მეგრელი ვარ და არა ქართველი" - რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე გიორგი ჯიქიას სკანდალური ინტერვიუ
"მე მეგრელი ვარ და არა ქართველი" - რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე გიორგი ჯიქიას სკანდალური ინტერვიუ
Прокомментировать
კოდის განახლება