საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
» » გვარდიოლამ დაასახელა ორი ლეგენდარული კლუბი, რომლებსაც სათავეში არასდროს ჩაუდგება

გვარდიოლამ დაასახელა ორი ლეგენდარული კლუბი, რომლებსაც სათავეში არასდროს ჩაუდგება

8-01-2020, 18:29
10
0
image
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ დაასახელა გუნდები, რომელთაც არასდროს გაწვრთნის.

"თუკი მე დამატებითი შემოთავაზებები აღარ მექნება, მალდივებზე გავფრინდები. ნუ, შესაძლოა მალდივებზე არა, იმიტომ რომ იქ გოლფის სათამაშო მინდვრები არ არის."

"მას შემდგომ, რაც "მანჩესტერ სიტიში" მოღვაწეობას დავასრულებ, დაზუსტებით გეუბნებით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მადრიდის "რეალში" არასდროს ვიმუშავებ. ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა."
- ციტირებს გამოცემა Goal "პეპის" სიტყვებს.

ბოლო ორ სეზონში, გვარდიოლას ხელმძღვანელობით, "სიტიმ" ინგლისის "პრემიერ-ლიგა" ორჯერ მოიგო. "პეპი" "ბარსელონაში" 2008-2012 წლებში მუშაობდა და კატალონიურ კლუბთან ერთად 14 სხვადასხვა ტიტულის მოგება შეძლო.

ცოტა ხნის წინ, გვარდიოლამ არც ის დამალა, რომ წელს "პრემიერ-ლიგას" ვეღარ მოიგებს.скачать dle 12.1
Прокомментировать
კოდის განახლება