საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
» » ნეიმარმა გადაწყვიტა

ნეიმარმა გადაწყვიტა

8-01-2020, 18:37
96
0
image
ნეიმარი "პ.ს.ჟ."-სთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა Le Parisien.

გარკვეული დროის განმავლობაში, ბრაზილიელს პარიზული კლუბის დატოვება ჰქონდა განზრახული, მაგრამ ამ ეტაპზე, მან გადაწყვიტა, რომ ფრანგული გრანდის რიგებში დარჩეს და კონტრაქტი გაახანგრძლივოს. უახლოეს მომავალში, მხარეები ერთმანეთს შეხვდებიან და ხელშეკრულების ალტერნატივებს შეაფასებენ.

ნეიმარის მოქმედი კონტრაქტი "პ.ს.ჟ."-სთან 2022 წლის ივნისამდეა გათვალისწინებული.

მიმდინარე სეზონში, "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში, 27 წლის ფეხბურთელმა 12 მატჩი ჩაატარა. მან 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამას გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" ნეიმარს თავს მაინც არ ანებებს და ვინგერის გაფორმებას ამჯერად ზაფხულში შეეცდება.скачать dle 12.1
Прокомментировать
კოდის განახლება