საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
» » მიუნხენის "ბაიერნი" გუნდის ლიდერს ყიდის

მიუნხენის "ბაიერნი" გუნდის ლიდერს ყიდის

18-01-2020, 14:01
47
0
image
უახლოეს მომავალში, მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ შესაძლოა გერმანული გრანდი დატოვოს.

გამოცემა OneFootball-ის თანახმად, "წითლების" ხელმძღვანელობას 28 წლის ესპანელის გაყიდვა სწადია.

გერმანული კლუბის აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია იმ ფაქტთან, რომ ტიაგოს კონტრაქტი გუნდთან 2021 წლის ზაფხულში იწურება და მაღალი ალბათობით, არცერთ მხარეს არ სურს ერთმანეთთან თანამშრომლობის გაგრძელება.

დამატებით, "ბაიერნის" მენეჯმენტი ალკანტარას ასპარეზობის ხარისხით უკმაყოფილოა და მის მიერ კლუბის დატოვებას მიესალმება კიდევაც.

შეგახსენებთ, რომ ალკანტარა მიუნხენის "ბაიერნში" 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს.скачать dle 12.1
Прокомментировать
კოდის განახლება