საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
» » კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთი პრიზი მოიგო

კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთი პრიზი მოიგო

18-01-2020, 14:02
73
0
image
2019 წლის დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, "იუვენტუსის" ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. იტალიური გრანდის ქომაგებმა საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გამოააშკარავეს.

ვინ მოიგებდა აღნიშნულ ჯილდოს, თუ არა ტიტულოვანი კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც გასულ თვეში, საერთო ჯამში 6 თამაში ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

ამგვარად, რონალდუმ მორიგი ინდივიდუალური პრიზი მოიპოვა, რომელსაც მას "პარმას" წინააღმდეგ, იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩის შემდგომ გადასცემენ.

მიმდინარე სეზონში, "სერია ა"-ს გათამაშებაში, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა 16 მატჩი ჩაატარა. მან 14 გოლის გატანა შეძლო და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა. სატურნირო ცხრილში, მისი გუნდი პირველ ადგილზე იმყოფება - "იუვენტუსმა" 19 ტურის შემდგომ, აქტივში 48 ქულის მოგროვება მოახერხა.скачать dle 12.1
Прокомментировать
კოდის განახლება