საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
» » “ინტერი” ჟირუსთვის ბრძოლას გამოეთიშა

“ინტერი” ჟირუსთვის ბრძოლას გამოეთიშა

30-01-2020, 16:49
39
0
image
იტალიური პრესის თანახმად, მილანის “ინტერი” ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელ ოლივიე ჟირუსთვის ბრძოლას გამოეთიშა. “სკაი იტალიას” ცნობით, კრისტიან ერიქსენის შეძენის შემდეგ “ნერიაძურის” ხელმძღვანელობა თვლის, რომ შემადგენლობა სრულად დაკომპლექტებულია და ჟირუსთვის ადგილი აღარ მოიძებნება.

მიუხედავად ამისა, “ინტერი” ფრანგი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს და ზაფხულში მოლაპარაკების განახლებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ჟირუს “ჩელსისთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ფორვარდის დამატებით “ტოტენჰემ ჰოთსპურიც” არის დაინტერესებული.

ოლივიე ჟირუმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ექვსი მატჩი ჩაატარა.скачать dle 12.1
Прокомментировать
კოდის განახლება