საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
» » ანდრეა პირლომ დაასახელა საუკეთესო მწვრთნელი, ვისთანაც უმუშავია

ანდრეა პირლომ დაასახელა საუკეთესო მწვრთნელი, ვისთანაც უმუშავია

8-02-2020, 13:20
38
0
image
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ დაასახელა საუკეთესო მწვრთნელი, ვისთანაც მას უმუშავია. სერია A-ს ყოფილმა ვარსკვლავმა ანტონიო კონტე გამოარჩია.

“კონტე ყოველთვის გიბიძგებს იმისაკენ, რომ ბოლომდე დაიხარჯო. ამ დროს, აკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე გეგონა, რომ გააკეთებდი. მას მუდამ გამარჯვება სურს და როცა აგებს, დემონი ხდება, მასთან საუბარს უნდა მოერიდო. კონტე საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია”, – ციტირებს პირლოს სიტყვებს Football-Italia.

შეგახსენებთ, რომ პირლომ და კონტემ ერთად “იუვენტუსში” იმუშავეს.скачать dle 12.1
Прокомментировать
კოდის განახლება