საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
» » UFC - დაუმარცხებელი ჩემპიონის, ისრაელ ადესანიას მომავალი მეტოქე ცნობილია

UFC - დაუმარცხებელი ჩემპიონის, ისრაელ ადესანიას მომავალი მეტოქე ცნობილია

8-01-2020, 18:38
52
0
image
საშუალო წონაში, UFC-ის დაუმარცხებელმა ჩემპიონმა ისრაელ ადესანიამ მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა დაასახელა. როგორც ირკვევა, UFC 248-ის ფარგლებში, ადესანია კუბელ მებრძოლ იოელ რომეროს დაუპირისპირდება.

"ბრძოლა უკვე დაიგეგმა. ყველაფერი ორგანიზებულია. დარწმუნებულები იყავით, რომ მე თავდაუზოგავად ვვარჯიშობ."

"ვემზადები ტიტულის მეორედ დასაცავად MMA-ის ვეტერანისა და დივიზიონის მონსტრის, იოელ რომეროს წინააღმდეგ. ეს არის ადამიანი, რომლის პირისპირ ჩემს გარდა ყველა კანკალებს. ბრძოლა UFC 248-ზე, მარტში გაიმართება."
- ციტირებს ადესანიას სიტყვებს გამოცემა LowKickMMA.

შეგახსენებთ, რომ ახალზელანდიელი მებრძოლი ჩემპიონი 2019 წლის ოქტომბერში გახდა - 30 წლის ადესანიამ რობერტ უიტეკერი დაამარცხა.

ცოტა ხნის წინ, ნიგერიაში დაბადებულმა სპორტსმენმა მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლად ამერიკელი დემეტრიუს ჯონსონი დაასახელა.скачать dle 12.1
მსგავსი სიახლეები
“მსოფლიოს ყველა სპორტსმენი უნდა გაერთიანდეს და განცხადება გააკეთოს” - კადიროვი განცხადებას ავრცელებს

ოფიციალურად : მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია
ოფიციალურად : მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია
ოფიციალურად : მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია
Прокомментировать
კოდის განახლება