საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
» » “ეს ყველაფერი სამარცხვინოა, გულს მტკენს”

“ეს ყველაფერი სამარცხვინოა, გულს მტკენს”

30-01-2020, 16:50
193
0
image
UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს. 31 წლის სპორტსმენი რამდენიმე დღის წინ საკრებულოში მომხდარ ჩხუბს გამოეხმაურა და პოლიტიკოსები გააკრიტიკა.

“მოგესალმებით. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ვარჯიში მაქვს და იშვიათად ვავლენებ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. შემთხვევით წავაწყდი იმ ვიდეომასალას, სადაც ქართველი პოლიტიკოსები ჩხუბობენ. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ნამდვილად ძალიან გულს მტკენს. ისედაც ბევრი პრობლემა გვაქვს საქართველოში და ესენი კი თავის საქმეს ნამდვილად არ აკეთებენ.

პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ არც ერთის და არც მეორეს მხარდამჭერი არ ვარ, საერთოდ არ მაინტერესებს მათი პოლიტიკა. მე უბრალოდ მინდა, რომ ქართველი ხალხი კარგად ცხოვრობდეს. საქართველოს სჭირდება უფრო ერთგული და მართალი კაცები. სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე ხდება.

ჩხუბიც არ იციან. ალბათ, უნდა გავუშვათ ვინმე ჩვენი ქართველი სპორტსმენი, რომ მათ ერთი-ორი შემოულაწუნონ ყურისძირში. იქნებ, გონს მოვიდნენ. და, თუ მაინცდამაინც ჩხუბი უნდათ, არ არის პრობლემა, ორგანიზებას გავუკეთებ”, – განაცხადა დოლიძემ.

скачать dle 12.1
მსგავსი სიახლეები
Прокомментировать
კოდის განახლება